среда, 26 февраля 2014 г.

წარმოშობა

უფლისციხის შესახებ ცნობები წერილობით წყაროებში პირველად VII-
საუკუნეში გვხვდება. VII_საუკუნის ქართველ ანონიმს მიაჩნდა, რომ უფლისციხე
ერთ_ერთი უძველესი ქალაქის, კასპის ციხეს წარმოადგენდა. უფლისციხის
წარმოქმნის საკითხს შეეხო XI_ საუკუნის მემსტიანე ლეონტი მროველი, რომლის აზრით უფლისციხე ააშენა მცხეთოსის ვაჟმა უფლოსმა და ამიტომ უწოდა მას ეს სახელი. მაგრამ მროველის ეს თვალსაზრისი არ შეესაბამება
სინამდვილეს.
უფლისციხის პირველი, შედარებით სრული ზოგადი აღწერილობა ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომშია _ “ აღწერა სამეფოსა საქართველოსა”-წარმოდგენილი. იქ ვკითხულობთ:_ “. . . კასპის დასავლეთ მინდორი მტკვარსა და კვერნაქს შუა არს აშურიანი, უწყლობით უნაყოფო, უფლისციხემდე. . . აშურიანს ზეით არს უფლისციხე, კვერნაქის გამოკიდებულის კლდის გორასა ზედა, მტკვრის კიდესა, რომელი აღაშენა პირველად უფლოს, ძემან ქართლოსისამან, და იყო ქალაქი ჩინგისამდე; აწ არს შემუსვრილი. არამედ შენობა უცხო, კლდისაგან გამოკვეთილი; პალატნი დიდ-დიდნი, ქანდაკებულნი კლდისაგანვე; გვირაბი ჩახვრეტით ჩაკაფული მტკვრამდე, დიდი . დასავლით აქუს ქარაფი მაღალი, და მას შინა გამოკვეთილნი ქვაბნი მრავალ-დიდნი, არამედ აწ შეუვალ არს. აქა არს ბუზნი. გამოსული იხილვების სპალაშქარნი შუბოსან-მშვილდოსანნი, ცხენოსანნი, გალაშკრებულნი, ნიშვნენ მისნობად და უწოდებენ უფლისციხეს. ამის დასავლით არს ქალაქი გორი.”
ძველი წელთაღრიცხვის II და I _ ათასწლეულების მიჯნაზე უფლისციხის მიდამოების დაბათა ერთ-ერთ ძლიერ თემს არსებული ბუნებრივი გამოქვაბულები საცხოვრებლად გამოუყენებია, გაუმართავს და სამოსახლოც სათანადოდ გაუმაგრებია. ადრინდელი რკინის ხანაში ( ძვ. წ. X- VI სს) უფლისციხე შიდა ქართლის ქართლის გაბატონებული თემის საცხოვრისი და სატომო გაერთიანების ბელადის ( უფლის) ციხეა. როგორც ჩანს, სწორედ ამ დროს შეერქვა მას უფლისციხე (“ უფლის”, “ ბელადის”- ციხე-ქალაქი).